სიახლეები

ზესტაფონში, სოფელ ზედა საქარაში ახალი საჯარო სკოლა აშენდა

3 დეკემბერი, 2020
ზესტაფონში, სოფელ ზედა საქარაში ახალი საჯარო სკოლა აშენდა
 
 ახალი სკოლის შენობა სამსართულიანია და 300 მოსწავლეზეა გათვლილი.
 
სკოლას აქვს კომბინირებული სპორტული დარბაზი, საბუნებისმეტყველო ლაბორატორიები. დამონტაჟებულია ლიფტი და ადაპტირებულია სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის.
 
სკოლა აღჭურვილია ახალი სასკოლო ინვენტარით. სასწავლო დაწესებულება, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დაფინანსებით აშენდა.