სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ, კორონავირუსის მართვაში ჩართული კლინიკების ხელმძღვანელებთან მორიგი შეხვედრა გამართა.
მხარეებმა კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის მზარდ დინამიკასა და არსებული გამოწვევების გადაჭრის გზებზე ერთობლივად იმსჯელეს. ასევე, შეხვედრის მონაწილეებმა, სამედიცინო დაწესებულებებში არსებული მდგომარეობაც შეაფასეს. კოვიდკლინიკების ხელმძღვანელების ინფორმაციით, ხორციელდება მხოლოდ მძიმე შემთხვევების ჰოსპიტალიზაცია, ასევე სტაციონარებში საწოლფონდის შესაძლო დეფიციტის პრევენციის მიზნით, მუდმივად ტარდება შესაბამისი ღონისძიებები.
სახელმწიფო რწმუნებულმა დღევანდელ შეხვედრაზე ასევე განიხილა, საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ ქვეყანაში მოქმედი წერტილოვანი შეზღუდვების გამკაცრებისა და გაფართოების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების საკითხი. მხარეებმა იმ მედპერსონალის ტრანსპორტირებაზე იმსჯელეს, რომლებიც ქუთაისში არსებულ სამედიცინო დაწესებულებებში მუშაობენ და იმერეთის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ცხოვრობენ.
გამომდინარე იქედან, რომ შეიზღუდა მგზავრების რეგულარული საქალაქთაშორისო გადაყვანა, მათ შორის - რკინიგზით, ავტობუსით და სამარშრუტო ტაქსით, სპეციალურად გამოყოფილი ტრანსპორტით მოხდება მათი ჩამოყვანა, კლინიკებს არ ექნებათ თანამშრომელთა რესურსის ნაკლებობა და ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებენ მუშაობას.
უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ 28 ნოემბრიდან დაწესებული წერტილოვანი შეზღუდვების გამკაცრებისა და გაფართოების 2-თვიანი გეგმა უკვე წარადგინა.
ნოემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | 3 | ||||
4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 |
11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 |
18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 |
25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |