სიახლეები

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა 2021 წლის ინფრასტრუქტურული პროექტების სამოქმედო გეგმაში შესატანი ცვლილებები განიხილა

16 ნოემბერი, 2020
2021 წლის ინფრასტრუქტურული პროექტების სამოქმედო გეგმაში შესატანი ცვლილებები განიხილა, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ, რეგიონის მერებთან და საკრებულოს თავმჯდომარეებთან, მორიგი საუბრისას, რომელიც ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა. 9 მუნიციპალიტეტმა (ქუთაისი, საჩხერე, ბაღდათი, ხარაგაული, ზესტაფონი, ტყიბული, ჭიათურა, წყალტუბო, ხონი) სახელმწიფო რწმუნებულთან არსებულ სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს, ცვლილებების შეტანის თხოვნით მიმართა. საბჭოს ფარგლებში აღნიშნულ საკითხებზე მსჯელობა დღეს გაიმართა.
 
,,ვიდეოკონფერენციის ფორმატში თითოეული მუნიციპალიტეტის წარმომადგენლისგან მოვისმინე ინფორმაცია, ინფრასტრუქტურულ პროექტებში ცვლილებების შეტანის შესახებ. დეტალურად გავიარეთ ცვლილებების შეტანის აუცილებლობა და ბიუჯეტი. ძირითადად ცვლილებები განხორციელდა შემდეგი მიმართულებებით: საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, მრავალსართულიანი სახლების ეზოებისა და სადარბაზოების კეთილმოწყობა, დასასვენებელი სკვერებისა და სპორტული მოედნების რეაბილიტაცია, სანიაღვრე სისტემის მოწყობა, ამორტიზებული ხიდების აღდგენა და საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია. საბჭოს გადაწყვეტილებით რეგიონის მასშტაბით 247 პროექტში შევიდა ცვლილება, რომელთა საერთო ღირებულებაა 97 294 244 ლარი“ - ზვიად შალამბერიძე.
 
სახელმწიფო რწმუნებულთან არსებული სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს სხდომის წევრებმა წარმოდგენილ ყველა პროექტს დაუჭირეს მხარი.
 
დღესვე, მხარის რწმუნებულმა დეტალურად ისაუბრა რეგიონში არსებულ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობასა და მართვის პროცესზე. ასევე, განიხილა საჭიროებები და მუნიციპალიტეტებს კოვიდის მართვის პროცესში, არსებული გამოწვევების ოპერატიულ რეჟიმში გადაჭრის მიზნით შესაბამისი დავალებები მისცა.