სიახლეები

ზესტაფონის და ბაღდათის მუნიციპალიტეტებში ცხენთარო-აჯამეთი-ვარციხის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციის სამუშაოები სრულდება

6 ნოემბერი, 2020
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ზესტაფონის და ბაღდათის მუნიციპალიტეტებში ცხენთარო-აჯამეთი-ვარციხის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციის სამუშაოებს ასრულებს.
 
აღნიშნულ 10 კმ-იან საავტომობილო გზაზე დაიგო ცემენტბეტონის საფარი. მოეწყო ბეტონის კიუვეტები და წყალმარიდი მილები. პროექტით გათვალისწინებული იყო ეზოში შესასვლელების მოწესრიგება.
 
აღნიშნულ გზაზე, გზის დაზიანების შედეგად, გადაადგილება ჭირდა და მოსახლეობისთვის გადაუჭრელ პრობლემას წარმოადგენდა. პროექტის შედეგად, სრულად მოწესრიგდა საგზაო ინფრასტრუქტურა და ადგილობრივები კომფორტულად შეძლებენ გადაადგილებას.
 
პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 5 მილიონ ლარზე მეტია.
 
სამუშაოები2019 წლის სექტემბერში დაიწყო და წლის ბოლომდე დასრულდება.