სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან და ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ახალმა უფროსმა გიორგი ამაშუკელმა, იმერეთის რეგიონის სამხარეო ადმინისტრაციაში, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან გამართა შეხვედრა.
გიორგი ამაშუკელი იმერეთის გუბერნატორ გივი ჭიჭინაძესთან ერთად, მუნიციპალიტეტებში არსებულ პრობლემებს გაეცნო და მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელა, განსაკუთრებული ყურადღება ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, მათ დროულ და ეფექტიან განხორციელებაზე გამახვილდა.
"დღეს იმერეთის ადგილობრივი თითმმართველობის წარმომადგენლებთან ძალიან საინტერესო შეხვედრა გაიმართა, მუნიციპალიტეტების გამგებლებმა მათ რაიონებში არსებულ მდგომარეობაზე მოგვაწოდეს ამომწურავი ინფორმაცია. იმერეთის რეგიონში, ისევე როგორც სხვა მხარეებში, ინფრასტრუქტურული და სოფლის მხარდაჭერის პროექტების მონიტორინგი მუდმივად განხორციელდება". – განაცხადა გიორგი ამაშუკელმა
"რეგიონებთანდაადგილობრივთვითმმართველორგანოებთანურთიერთობისდეპარტამენტი რეგიონის მთავრობასთან დამაკავშირებელი ყველაზე მნიშვნელოვანი რგოლია, სწორედ ამიტომ მათთან ერთად მხარისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი თემების განხილვა, პრობლემების უფრო სწრაფად და ეფექტურად გადაჭრას უზრუნველყოფს". – განაცხადა იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა–გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ.
აღნიშნული შეხვედრების მიზანს რეგიონების განვითარება და მხარეში არსებული პოტენციალის მაქსიმალური გამოყენება წარმოადგენს.
დეკემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 | 31 |