სიახლეები

ქუთაისში საჯარო სკოლების პედაგოგები დაჯილდოვდნე

29 ოქტომბერი, 2020
ხელისუფლების წარმომადგენლებმა, საგანმანათლებლო სფეროს განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მასწავლებლებს მადლობის სიგელები გადასცეს.
 
,,მადლობა თითოეულ თქვენგანს იმ ღვაწლისთვის და საქმიანობისთვის, რასაც ჩვენი თაობებისთვის აკეთებთ. ფასდაუდებელია მასწავლებლების შრომა და ამაგი. ჩვენი თანაქალაქელების წარმატებაში თქვენი როლი მნიშვნელოვანია. ქუთაისი ნამდვილად არის საგანმანათლებლო ქალაქი და ამ სტატუსს თითოეული თქვენგანი აძლიერებს. პანდემიის დროს კიდევ ერთხელ აჩვენეთ პროფესიონალიზმი, მოკლე დროში ღირსეულად დაძლიეთ ახალი გამოწვევები და დისტანციური სწავლების მეთოდოლოგიით გააგრძელეთ მუშაობა მოსწავლეებთან. ჩვენი ქვეყნის მომავალი თქვენს ხელშია, თქვენ უნდა აღზარდოთ ის თაობები, რომლებიც საქართველოს განვითარებას და მართვას ღირსეულად გააგრძელებენ“ - აღნიშნა პედაგოგებთან შეხვედრისას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ ლევან კიკნაველიძემ.
 
ქვეყანაში არსებული ეპიდვითარებიდან გამომდინარე პედაგოგებისადმი მიძღვნილი ღონისძიება რეგულაციების სრული დაცვით გაიმართა.