სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტრომ, მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით (20 მლნ ლარი), 1985 წელს აკადემიკოს ოთარ ლორთქიფანიძის მიერ დაარსებული ვანის არქეოლოგიური მუზეუმის რეკოსნტრუქცია-რეაბილიტაცია დაასრულა.
განახლებული მუზეუმი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ და ადგილობრივი ხელისუფლების წევრებმა დაათვალიერეს.
თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ახალი სამუზეუმო კომპლექსი არა მხოლოდ ვანში აღმოჩენილი არქეოლოგიური სიმდიდრის ექსპოზიცია, არამედ სამეცნიერო-კვლევითი ცენტრიც იქნება.
ახალ, ოთხსართულიან შენობაში, მოეწყო მცირე ბიბლიოთეკა და თანამედროვე სტანდარტების ლაბორატორია.
განახლებული მუზეუმის ლაბორატორია საშუალებას აძლევს მეცნიერებს ვანშივე ჩაატარონ არტეფაქტების ისეთი სახის კვლევა და რესტავრაცია, რისთვისაც სულ რამდენიმე წლის წინ სხვა ქვეყნებში უწევდათ გამგზავრება.
განახლებული მუზეუმის აუდიტორიაში განახლდება „ვანის საერთაშორისო სიმპოზიუმები” მსოფლიოს წამყვანი მეცნიერების მონაწილეობით.
ვანის არქეოლოგიური მუზეუმი კავკასიის რეგიონში ერთ-ერთი პირველი მუზეუმია ნაქალაქარზე.
დეკემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 | 31 |