სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
დღეიდან იმერეთში კიდევ ერთი, 35 ნომერზე გათვლილი კოვიდსასტუმრო ამოქმედდა, გარდა ამისა, გვემატება უკვე მეორე 50-ნომრიანი სასტუმრო, სადაც უსიმპტომო პაციენტებს ჩაუტარდებათ მკურნალობა ექიმების მეთვალყურეობით, - ამის შესახებ იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა.
"ყველა რგოლმა უნდა ვიმუშაოთ კოორდინირებულად და ეფექტურად, რათა თავიდან ავირიდოთ არასასიამოვნო შემთხვევები. არის გარკვეული ხარვეზები და თქვენი დახმარებით სწრაფად უნდა მოგვარდეს. მოგიწოდებთ თითოეულ სამედიცინო დაწესებულებას მოქალაქეებთან გქონდეთ სწორი კომუნიკაცია, დაეხმარეთ საჭიროების შემთხვევაში და დეტალურად მიაწოდეთ ინფორმაცია თქვენამდე მოსულ მოქალაქეებსა და ინფიცირებულების ოჯახის წევრებს, რა შემთხვევაში უნდა აიღონ ტესტი და რა შემთხვევაში მოხდება პაციენტის გადაყვანა სამედიცინო დაწესებულებაში, რომელიც მკურნალობის კურსს გადის ბინაზე", - განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.
ამასთან, სახელმწიფო რწმუნებულმა სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლებისგან დეტალური ინფორმაცია მოისმინა და პრობლემის არსებობის შემთხვევაში სწრაფი რეაგირებისკენ მოუწოდა.
ამ დროისთვის იმერეთის რეგიონში არსებულ კლინიკებში მკურნალობის კურსს გადის 501 კოვიდინფიცირებული, 200 უსიმტომო პაციენტი კი სასტუმროშია გადანაწილებული.
ოქტომბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
28 | 29 | 30 | 31 |