სიახლეები

ქუთაისში იმერეთის თეატრალური ფესტივალი გაიხსნა

11 ოქტომბერი, 2020
,,ქუთაისში იმერეთის თეატრალური ფესტივალი გაიხსნა. "თეატრალური იმერეთი 2020“ თავისი მასშტაბით მნიშვნელოვანი კულტურული მოვლენაა არა მხოლოდ იმერეთის რეგიონისთვის, არამედ ზოგადად, ქართული თეატრისთვის. ის ემსახურება ახალი სახეების გამოვლენას, თეატრის პოპულარიზაციას, თეატრალური დასებისთვის დამატებითი მოტივაციის შექმნას და პროფესიული ხარისხის გაზრდას.
 
ეს ფესტივალი კარგად წარმოაჩენს, რომ საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და მდიდარი თეატრალური მხარე იმერეთია. ქართული თეატრის მნიშვნელოვანი და უდიდესი არტისტული ნაკადი სწორედ ჩვენი მხარიდან არის.
 
იმერეთი გამოირჩევა იმითაც, რომ ამ რეგიონში ყველაზე მეტი პროფესიული და მოყვარული თეატრალური დასი ფუნქციონირებს და ეს ფესტივალი მათთვის კიდევ ერთი დამატებითი შესაძლებლობაა მრავალრიცხოვანი აუდიტორიის წინაშე წარმოაჩინონ საკუთარი შემოქმედება.
უკვე არაერთი წელია ტარდება ეს ფესტივალი და მან უკვე მიიღო ერთაშორისო სტატუსი, მადლობა მინდა გადავუხადო ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელს ლევან როხვაძე, რომლის დამსახურებითაც ფესტივალი 2000 წელს დაარსდა და 11 წლის შემდეგ აღდგა, მადლობა მას იმ ღვაწლისთვის, რაც მან გასწია მთელი ამ წლების განმავლობაში თეატრალური კულტურის პოპულარიზაციისათვის.
 
ფესტივალი მაყურებელს 21 ოქტომბრის ჩათვლით უმასპინძლებს, წარმატებებს ვუსურვებ ფესტივალის ყველას მონაწილეს" - ზვიად შალამბერიძე.