სიახლეები

ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა 160-ე საიუბილეო სეზონი გახსნა

10 ოქტომბერი, 2020
ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა 160-ე საიუბილეო სეზონი გახსნა. ვულოცავ მათ კიდევ ერთი თეატრული სეზონის გახსნას, წარმატებებს, მაყურებლის სიყვარულს და ოვაციებს ვუსურვებ კიდევ არაერთი სეზონის განმავლობაში. დარწმუნებული ვარ, მესხიშვილის თეატრი ბევრჯერ გაახარებს და გაანებივრებს მისი შემოქმედების გულშემატკივრებს ახალი და საინტერესო სპექტაკლებით.
არსებული ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით და რეგულაციების შესაბამისად, საზეიმო საღამო ღია სივრცეში – "მწვანე თეატრში” გაიმართა. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ქეთევან მამუკელაშვილის მონოგრაფიის "ეფრო კლდიაშვილი“ პრეზენტაცია და ნაჩვენები იქნა ნაწყვეტი რეჟისორ კოტე აბაშიძის სპექტაკლის პრემიერიდან – "თქვენო უდიდესებულებავ".
ნებისმიერ დროს კულტურა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და მითუმეტეს იმ პირობებში, როდესაც გარკვეული თვითშეზღუდვები მაინც გვიწევს კორონავისურის გამო, ჩვენს მოქალაქეებს აქვთ საშუალება, აქ სრულიად უსაფრთხოდ ეზიარონ მესხიშვილის თეარტის შემოქმედებას. მადლობა თეატრის ხელმძღვანელობას ამ შესაძლებლობისთვის, მთავრობა აკეთებს ყველაფერს, რომ პრევენციული ღონისძიებები გატარდეს და როდესაც ამას მსგავსი ძალისხმევაც ემატება რა თქმა უნდა, დასაფასებელია - ზვიად შალამბერიძე.