სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში პროგრამის, „ევროკავშირი გენდერული თანასწორობისთვის: ერთად გენდერული ძალადობის დასაძლევად“ ფარგლებში შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ლევან კიკნაველიძე, საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენელი რელიგიათაშორისი ურთიერთობების საბჭოში თეა გოგოტიშვილი, პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ადამიანის უფლებებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში ლელა აქიაშვილი, გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი ლელა ბაქრაძე, იმერეთსა და გურიაში მოღვაწე რელიგიურ გაერთიანებათა უმაღლესი სასულიერო პირები ესწრებოდნენ.
მხარეებმა ქვეყანაში გაზრდილ ოჯახური ძალადობის ფაქტებზე, ბავშვთა ქორწინებასა და სხვა საზიანო პრაქტიკებზე იმსჯელეს. საუბარი შეეხო, ასევე აღნიშნული პრობლემების გადაჭრის პროცესში რელიგიების როლის მნიშვნელობას და დაიგეგმა საინფორმაციო შეხვედრები იმერეთსა და გურიის რეგიონში მოღვაწე ყველა კონფესიის სასულიერო პირებთან.
აღნიშნული პროგრამა აღმოსავლეთ ევროპისა და სამხრეთ კავკასიის 6 რეგიონში ხორციელდება: აზერბაიჯანი, ბელორუსია, მოლდოვეთი, საქართველო, სომხეთი და უკრაინა. საქართველოში პროგრამის სამიზნე რეგიონებად იმერეთი და გურია შეირჩა. პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია მთელი რიგი საადვოკაციო, საგანმანათლებლო და საკომუნიკაციო ღინისძიებები რელიგიური ლიდერების, ადგილობრივი ორგანიზაციების და სამედიცინო საზოგადოების წარმომადგენელთა მონაწილეობით.
პროგრამას გაეროს მოსახლეობის ფონდი ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან, სამთავრობო სტრუქტურებსა და სამოქალაქო პარტნიორებთან ერთად ახორციელებს.
დეკემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 | 31 |