სიახლეები

პანდემიასთან დაკავშირებული შეხვედრა სარესტორნო ბიზნეს სექტორთან

15 ოქტომბერი, 2020
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ერემეიშვილი, მერის მოადგილე ირაკლი ქარქაშაძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, ქუთაისში მოქმედი დიდი რესტორნებისა და სარიტუალო დარბაზების მეპატრონეებს და მენეჯერებს შეხვდნენ.
 
ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გართულების გამო, თუ არ იქნა კოორდინირებული ბრძოლა ვირუსის წინააღმდეგ, მთავრობა იძულებული გახდება დროებით დახუროს კვების ობიექტები.
 
მხარისა და ქალაქის ხელმძღვანელებმა ბიზნესის წარმომადგენლებს სიფრთხილისკენ და ყველა არსებული რეგულაციის დაცვისკენ მოუწოდეს.