სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე ეუთოს სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს: თომას ჰაგს, ნარვე რიოს და მელანი ლეზერს შეხვდა. მხარეებმა წინასაარჩევნო გარემოზე ისაუბრეს, ასევე იმსჯელეს თუ რამდენად დემოკრატიულად მიმდინარეობს პროცესები და რა ხარვეზებია გამოვლენილი ამ დრომდე.
„ჩვენი მიზანია, რომ ჩავატაროთ რაც შეიძლება გამჭვირვალე არჩევნები, სადაც დაცული იქნება ყველა ადამიანის კონსტიტუციური უფლება, რომ გააკეთოს საკუთარი არჩევანი დამოუკიდებლად და მშვიდ გარემოში. გარდა ამისა, ძალიან დიდი გამოწვევაა კოვიდ - 19, არჩევნებამდეც და უშუალოდ არჩევნების დღეს მაქსიმალურად უნდა უზრუნველვყოთ ჩვენი მოაქალაქეების ჯანმრთელობის უსაფრთხოება“ - განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ამ ეტაპზე იმერეთის 12 - ვე მუნიციპალიტეტში წინასაარჩევნო პროცესები მშვიდ გარემოში, მნიშვნელოვანი დარღვევების გარეშე მიმდინარეობს.
დეკემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 | 31 |