სიახლეები

ზვიად შალამბერიძე სამედიცინო კლინიკის ხელმძღვანელებს შეხვდა

8 ოქტომბერი, 2020
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, მხარის სამედიცინო კლინიკების ხელმძღვანელ პირებს შეხვდა. საუბარი შეეხო ვირუსის გავრცელების მეორე ტალღასთან დაკავშირებულ გამოწვევებს, რეგულაციებსა და საპასუხო სტრატეგიებს.
 
სახელმწიფო რწმუნებულმა განსაკუთრებული მადლობა იმ კლინიკის წარმომადგენლებს გადაუხადა, რომლებიც უშუალოდ არიან ჩართულები კოვიდ ინფიცირებულების მკურნალობის პროცესში.
 
„სამედიცინო დაწესებულებები ვირუსთან ბრძოლის საქმეში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს რგოლს წარმოადგენენ. დაავადებულთა გამოვლენის შემდეგ, მთავარი პასუხისმგებლობა სწორედ თქვენზე გადმოდის და მინდა მადლობა გადაგიხადოთ ამ დრომდე გაწეული ამ უმძიმესი და ურთულესი სამსახურისთვის“ - განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.
 
შეხვედრაზე, ასევე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა სამედიცინო პერსონალის ინფიცირების შემთხვევებზე და ასეთი ფაქტების აღმოფხვრის მიზნით მიღებულ მთავრობის დადგენილებაზე. ამ მიმართულებით დაწესებული ახალი რეგულაციები საკმაოდ გამკაცრებულია და ისეთ კომპლექსურ ქმედებებს ითვალისწინებს, რომლებიც სამომავლოდ არსებულ რისკებს მინიმუმამდე შეამცირებს.