სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
გაეროს ბავშვთა ფონდმა მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს, იმერეთის რეგიონში ჩატარებული მრავალინდიკატორული კლასტერული კვლევის (MICS) შედეგები წარუდგინა. კვლევა ფარავს ძირითად ინდიკატორებს, რომელიც გამოიყენება ბავშვებისა და ქალების მდგომარეობის შესაფასებლად. რეგიონის მაშტაბით გამოიკვლიეს ბავშვები და საჭიროებებიდან გამომდინარე მომზადდა შესაბამისი ანალიზი სხვადასხვა მიმართულებით.
,,ყველა კვლევა თუ პროექტი, რომელიც ეხება ბავშვთა უფლებების დაცვას, მათი ინტერესებისა და ინიციატივების გათვალისწინებას ნამდვილად არის მხარდასაჭერი და მნიშვნელოვანი, როგორც რეგიონისთვის ასევე ქუთაისისთვის. ჩვენთვის ცნობილია, რომ დღეს ქუთაისის მუნიციპალიტეტი და გაეროს ბავშვთა ფონდი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს აფორმებს, რომლის მიზანია ქუთაისი გახდეს იუნისეფის ბავშვზე მორგებული ქალაქების ინიციატივის ნაწილი, რაც მისასალმებელია. მჯერა, რომ აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში ამ მიმართულებით არაერთი საინტერესო ღონისძიება გატარდება. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ დავიცვათ ბავშვთა უფლებები და ვიზრუნოთ მათზე“-განაცხადა იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ ლევან კიკნაველიძემ.
შეხვედრის შემდეგ ქუთაისის ადგილობრივი ხელისუფლებისა და გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლებმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
ოქტომბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
28 | 29 | 30 | 31 |