სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
,,27 წელი გავიდა სოხუმის დაცემიდან, ამ დროის განმავლობაში ძალიან ბევრი რამ შეიცვალა, სამწუხაროდ აფხაზეთთან ერთად ჩვენი სამაჩაბლოც, რუსული ოკუპაციის ქვეშ არის. ბევრი უდანაშაულო ადამიანი დაიღუპა შეიარაღებული შეტაკებების დროს და ძალიან ბევრი ქართველი გმირი დაეცა სოხუმის დაცვისას. მათი ხსოვნა ყოველთვის იქნება ჩვენი საქართველოს ისტორიაში და ყოველთვის მივაგებთ მათ პატივს“-ეს განცხადება სახელმწიფო რწმუნებულმა, ზვიად შალამბერიძემ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალთან გააკეთა.
ქუთაისში, ამ დღესთან დაკავშირებით იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ, ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ერემეიშვილმა, ქუთაისის მაჟორიტარმა დეპუტატებმა პარლამენტში გენადი მარგველაშვილმა, დიმიტრი მხეიძემ და ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ირაკლი შენგელიამ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს და პატივი მიაგეს დაღუპულთა ხსოვნას.
აფხაზეთის ომში დაღუპული გმირების მემორიალთან ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა მეუფე იოანემ პარაკლისი გადაიხადა.
სამხედროდაპირისპირებააფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო და 13 თვეს და 13 დღეს გაგრძელდა.1993 წლის 27 სექტემბერს კი სოხუმის დაცემით და საქართველოს შეიარაღებული ძალების მარცხით დასრულდა.
დეკემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 | 31 |