სიახლეები

ევროკავშირის საპილოტე პროექტის მიმდინარეობა იმერეთში

17 სექტემბერი, 2020
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე ევროკავშირის ტექნიკური პროექტის წარმომადგენლებს: ვიტოლდ სარტორიუსს და ნინო ხუხუას შეხვდა. მხარეებმა საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის (სრიგპ) ფარგლებში გამოცხადებულ პირველ კონკურსში გამარჯვებული პროექტების მიმდინარეობაზე იმსჯელეს.
 
აღნიშნულ პროექტში საქართველოს ოთხი რეგიონი და მათ შორის იმერეთი მონაწილეობს. მუნიციპალიტეტების მიერ წარმოდგენილი პროექტებიდან მხარდაჭერა ხუთმა მათგანმა მოიპოვა.
საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის დაფინანსებით ტყიბულსა და ვანში საგზაო ინფრასტრუქტურა მოწესრიგდება, საჩხერეში და სამტრედიაში სკვერები მოეწყობა, ხოლო ბაღდათში ბიზნეს განვითარებისა და ტურიზმის მომსახურების ცენტრის რეკონსტრუქცია განხორციელდება.
 
შეხვედრის ბოლოს, ასევე საუბარი შეეხო გამარჯვებული პროექტების განხორციელების მონიტორინგისა და მიღებული შედეგების შეჯამების მნიშვნელობას.