სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
საქართველოს შეიარაღებული ძალების III ქვეით ბრიგადას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. ბრიგადის საბრძოლო დროშის გადაბარების ცერემონიალი საქართველოს პარლამენტის შენობის წინ ქუთაისში გაიმართა. სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდალმა, პოლკოვნიკმა მიხეილ სადუნიშვილმა III ქვეითი ბრიგადის დროშა ვიცე-პოლკოვნიკ როლანდ კიკნაველიძეს საზეიმო ვითარებაში გადასცა. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ ბრიგადის ახალ მეთაურს წარმატებები უსურვა და ქვედანაყოფის ყოფილ ხელმძღვანელს, პოლკოვნიკ მალხაზ მერლანს მადლობა გადაუხადა.
დროშის გადაბარების ცერემონიალი III ქვეითი ბრიგადის პირადმა შემადგენლობამ საზეიმო მარშით დაასრულა.
ღონისძიებას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, პირველი მოადგილე პაატა ნადირაძე, ვიცე–გუბერნატორები: იოსებ ხახალეიშილი და გიორგი ჭიღვარია და ქალაქის მერი შოთა მურღულია ესწრებოდნენ.
დეკემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 | 31 |