სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
ზვიად შალამბერიძე: დილიდან ჩვენ თანამოქალაქეებს ქალაქის ცენტრში, მერიის შენობის წინ მდებარე პარკში განთავსებულ კარავში კორონავირუსზე ტესტირების ჩატარება შეეძლებათ.
ის რაოდენობა, რაც დღეს დაფიქსირდა, უპრეცედენტოა ქუთაისთვის, მაგრამ როგორც ხედავთ, ჩვენ მყისიერად ვრეაგირებთ და მაშინვე ვიღებთ შესაბამის ზომებს. დღეს ჩატარდა რეგიონალური საბჭოს შეხვედრა, სადაც მივიღეთ გარკვეული გადაწყვეტილებები და ერთ-ერთი მათ შორის, საკოორდინაციო საბჭოსთან შეთანხმებით, ქუთაისის ცენტრში კარვის დადგმაა, სადაც ნებისმიერ მსურველს, პირველ რიგში კი მათ, ვისაც აქვს ბოლო ორი კვირის განმავლობაში მოგზაურობის ისტორია რისკის ზონებად მიჩნეულ ადგილებში, შეუძლიათ მოვიდნენ და ტესტირება ჩაიტარონ უფასოდ.
სიტუაცია საგანგაშო ნამდვილად არ არის, ჩვენ ვემზადებოდით ასეთი სცენარისთვის და შესაბამისად ვრეაგირებთ ყველა შემთხვევაზე იმის მიხედვით, რა რისკის ფაქტორს შეიცავს.
დეკემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 | 31 |