სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ქალაქ ზესტაფონის №1 ახლადრეაბილიტირებული საჯარო სკოლა მოინახულეს. მინისტრი სკოლის მასწავლებლებს გაეცნო, განახლებული სკოლის შენობა მიულოცა, პროფესიული წინსვლა და ნაყოფიერი პედაგოგიური საქმიანობა უსურვა.
აღსანიშნავია, რომ ქალაქ ზესტაფონის №1 საჯარო სკოლის შენობას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს და რესტავრაცია-რეაბილიტაციის შედეგად მან პირვანდელი სახე დაიბრუნა.
გარდა ამისა, კეთილმოეწყო ეზო და რეკრეაციული სივრცე, გაკეთდა საფეხმავლო ბილიკები.
შენობა გათვლილია 200 მოსწავლეზე.
პროექტი სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა და მისი ღირებულება 2,5 მლნ ლარზე მეტს შეადგენს.
ნოემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | 3 | ||||
4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 |
11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 |
18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 |
25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |