სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა–გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ, მუნიციპალიტეტებში 4 თვის განმავლობაში გაწეული საქმიანობის ანგარიშების მოსმენა დაიწყო, პირველი შეხვედრა ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობაში გაიმართა. მუნიციპალიტეტის საფინანსო–საბიუჯეტო, ინფრასტრუქტურის, სოციალური და კულტურის სამსახურის უფროსებმა სამხარეო ადმინისტრაციას აღნიშნული მიმართულებებით არსებული მდგომარეობა გააცნეს. შეხვედრაზე მხარეებმა ტურიზმის განვიათარებაზეც ისაუბრეს და ამ სფეროში განსახორციელებელი მნიშვნელოვანი პროექტები განიხილეს: საბაგირო გზის მშენებლობა და კაცხის სვეტზე ტურისტული მარშუტის მოწყობა. საუბარი შეეხო ჭიათურის მუნიციპალიტეტში არსებულ ეკოლოგიურ და სასმელი წყლის პრობლემებსაც. იმერეთის გუბერნატორი აღნიშნული საკითხების მოგვარებას ცენტრალურ ხელისუფლებასთან მჭიდრო თანამშრომლობით გეგმავს.
მსგავსი ტიპის შეხვედრებს იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორი იმერეთის ყველა მუნიციპალიტეტში გამართავს.
დეკემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 | 31 |