სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე საქართველოში უკრაინის ელჩს იგორ დოლგოვს შეხვდა, რომელიც ქუთაისში ორდღიანი სამუშაო ვიზიტით იმყოფება.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ სახელმწიფო რწმუნებულმა აღნიშნა, საუბარი შეეხო როგორც კორონავირუსთან ბრძოლის გამოცდილებას, ასევე სამომავლო პერსპექტივებს.
"გავუზიარეთ ელჩს კოვიდ-19-თან ბრძოლის წარმატებული პრაქტიკა რეგიონში, თუ როგორ იყო ჩართული თითოეული ადგილობრივი სტრუქტურა, როგორ ვებრძოდით ერთობლივად მთელი ამ ხნის განმავლობაში კორონავირუსს. ელჩი ასევე დაინტერესდა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტით და ვისაუბრეთ იმის შესახებ, რა პერსპექტივა იქნება უკრაინასთან, როგორ სტუდენტების, ასევე პროფესორ-მასწავლებლების გაცვლითი პროგრამის მიმართულებით", - განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.
უკრაინის ელჩის განცხადებით, მოხარულია, რომ კარანტინის შემდეგ თბილისიდან პირველი გასვლა სწორედ ქუთაისში შედგა.
"ჩვენ, ყველას გვაქვს რთულ პერიოდი და განსაცდელი, რაც ახალ უბედურებას - ახალ ინფექციას უკავშირდება, რომელმაც შეცვალა მთელი მსოფლიო, მათ შორის საქართველოს ცხოვრებაც. ამიტომ, ძალიან მიხარია, რომ ჩემი პირველი მოგზაურობა თბილისის გარეთ, კარანტინის შემდეგ, სწორედ აქ, ქუთაისში მოხდა. დიდი რეგიონი, დიდი ქალაქი ტრადიციებით და დიდი კავშირებითი ჩემს უკრაინასა და უკრაინელებთან.
მადლობელი ვარ გუბერნატორის, რომ ამ საუბრის განმავლობაში განვიხილეთ არა მხოლოდ ეპიდემიის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხი და არა მხოლოდ საკითხი, თუ როგორ უნდა გავაუმჯობესოთ ბიზნესი ამ რთულ დროს და მხარდაჭერა აღმოვუჩინოთ მოსახლეობას, არამედ განვითარების პერსპექტივებიც: რა უნდა გაკეთდეს სამომავლოდ, რა მიმართულებით და სად არის ეს მიმართულებები, რომელიც ხალხების გაერთიანებას გააგრძელებს.
მოხარული ვარ იმის გაგებით, რომ სექტემბერში ქუთაისში გაიმართება ახალი საერთაშორისო უნივერსიტეტის საზეიმო გახსნა. იმედი მაქვს, რომ ეს არის ნაბიჯი მომავალში, ახალი მეცნიერებისკენ და ახალი განათლებისკენ და აქაც ბევრია ის, რაც ერთმანეთისგან უნდა ვისწავლოთ", - განაცხადა იგორ დოლგოვმა.
საქართველოში უკრაინის ელჩი იმერეთში დღეს და ხვალ დარჩება და როგორც აღნიშნავს, შეეცდება უფრო მეტი გაიგოს როგორც რეგიონში მიმდინარე საქმიანობის, ასევე ინფექციების წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ და სად არის შესაძლებელი მეტის გაკეთება.
ნოემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | 3 | ||||
4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 |
11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 |
18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 |
25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |