სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ, გუბერნატორის პირველმა მოადგილემ იოსებ ხახალეიშვილმა, მოადგილემ ბესიკ გოფოძემ, ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ერემეიშვილმა და ქუთაისის მაჟორიტარმა დეპუტატმა გენადი მარგველაშვილმა რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის მე-12 წლისთავთან დაკავშირებით, ქუთაისში, გმირთა მემორიალთან ომის დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.
მემორიალთან იმყოფებოდნენ ასევე საზოგადოების წარმომადგენლები და ჩოხოსნები.
დაღუპულთა სულის მოსახსენიებლად გმირთა მემორიალთან პანაშვიდი გადაიხადეს, იქვე მოეწყო ა(ა)იპ " ქ. ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების" მიერ მომზადებული ფოტო-გამოფენა, რომელიც აგვისტოს ომის დროინდელ ქუთაისს ასახავს.
დეკემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 | 31 |