სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
ქუთაისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრმა 5 ახალი ავტომობილი გადასცა.
აღნიშნულთან დაკავშირებით, დღეს ქუთაისის სასწრაფო დახმარების მედპერსონალს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ერემეიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი შენგელია და მაჟორიტარი დეპუტატი დიმიტრი მხიეძე ესტუმრნენ. ცენტრალური და ადგილობრი ხელისუფლების წარმომადგენლებმა თანამშრომლებს ახალი ავტომობილების გადაცემა საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორ ავთანდილ თალაკვაძესთან ერთად მიულოცეს.
ახალი ავტომობილები სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და აღჭურვილია უახლესი სამედიცინო აპარატურით.
შეხვედრაზე ეკატერინე ტიკარაძემ ქვეყანაში გადაუდებელი დახმარებისხარისხის გაზრდასა და თანამშრომელთა სამუშაო პირობების გაუმჯობესებაზე გაამახვილა ყურადღება. მინისტრმა ასევე მადლობა გადაუხადა მედპერსონალს მათ მიერ გაწეული სამსახურისა და პროფესიული თავდადებისთვის.
"მიმდინარე წლის 21 ივლისს, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციის და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ავტოპარკი კიდევ ერთხელ განახლდა. ცენტრს 60 ახალი ავტომობილი გადაეცა, რომლებიც თბილისსა და
ქუთაისს გადავეცით 5 ავტომობილი, რომლებიც არის ევროპული სტანდარტებით აღჭურვილი. მათი ტექნიკური მონაცემები წინა მანქანების ტექნიკური მონაცემებისგან განსხვავდება და მათში შექმნილია ყველა ის პირობა, რომელიც ესაჭიროება პაციენტს სასწრაფო გადაუდებელი დახმარებისთვის. ასევე შექმნილია ყველა საჭირო კომფორტი ექიმებისთვის. გარდა ქუთაისია, ვგეგმავთ მთელი საქართველოს მასშ ტაბით ავტოპარკის ინტენსიურად ჩანაცვლებას. თქვენ იცით, რომ გვქონდა დიდი პრეზენტაცია თბილისში, სადაც წარვადგინეთ 60 სასწრაფო დახმარების მანქანა, რომლებიც გადაეცემა ყველა რეგიონს საჭიროებისამებრ“ - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
მისივე თქმით, მძღოლები გადამზაადებას არ საჭიროებენ. სასწრაფო დახმარების სამსახურში მომუშავე ექიმები კი ტრენინგებს მუდმივად გადიან და ეს ტრენინგები გაგრძელდება, რადგან, მინისტრის თქმით, ამ სამსახურის მხრიდან გაწეული მაღალკვალიფიციური მომსახურება პირდაპირპროპორციულად აისახება მოქალაქეთა ჯანმრთელობაზე და შემდეგ მათ მკურნალობაზე სტაციონარებში.
ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, რომ ის ქუთაისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში ზამთარში იმყოფებოდა და სწორედ მაშინ ნახა პერსონალის სამუშაო პირობები. მინისტრის თქმით, იგეგმება ცენტრის შენობა ნაგებობის რეაბილიტაცია, რათა ექიმების სამუშაო გარემო გაუმჯობესდეს.
ზვიად შალამბერიძის განცხადებით კი, ძალიან მნიშვნელოვანია მოქალაქეებისთვის, რომ ასეთი მანქანებით მოემსახურებიან ეკიპაჟები.
"ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მოქალაქეებისთვის, რომ ასეთი მანქანებით მოემსახურებიან ეკიპაჟები და ძალიან მნიშვნელოვანია პერსონალისთვისაც, რომლებსაც შეეძლებათ კომფორტული მანქანებით გადაადგილდნენ, რაც თავისთავად აისახება როგორც ხარისხზე, ისე მათ ოპერატიულობაზე", - განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.
ნოემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | 3 | ||||
4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 |
11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 |
18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 |
25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |