სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ, ქუთაისში, კომპანია „ალუტექ ჯორჯია“ - ს ახალი საწარმო იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულ ზვიად შალამბერიძესთან, ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელ დავით ერემეიშვილთან და ქუთაისის მაჟორიტარ დეპუტატ დიმიტრი მხეიძესთან ერთად გახსნა.
„ალუტექ ჯორჯია“ - ს ახალი საწარმო მეწარმეობის სტიმულირების სამთავრობო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით აშენდა. საწარმოში 700,000 ლარის ინვესტიცია განხორციელდა და თავდაპირველად 15 ადამიანს დაასაქმებს, თუმცა გაფართოების შემდეგ დასაქმებულთა რაოდენობა 100-მდე გაიზრდება.
ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ახალი საწარმოს მუშაობას გაეცნენ, რომელიც პროდუქციას, თავდაპირველად, ადგილობრივ ბაზარზე გაყიდის. საწარმო ალუმინისა და მეტალო-პლასტმასის პროდუქციას გამოუშვებს.
იანვარი 2025 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | 3 | 4 | 5 | ||
6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 |
13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 |
20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 |
27 | 28 | 29 | 30 | 31 |