სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ახალი ტერმინალის მშენებლობის სამუშაოები ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ, საქართველოში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანმაელჩმა კელი დეგნანმადა იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ დაათვალიერეს.
ღონისძიებაში,ასევე მონაწილეობა მიიღეს საქართველოს აეროპორტების გაერთინების ხელმძღვანელმა თამარ არჩუაძემ, ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ერემეიშვილმა და ქუთაისის მაჟორიტარმა დეპუტატმა დიმიტრი მხეიძემ. სტუმრებმა მიმდინარე სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინეს.
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ახალი სამგზავრო ტერმინალის სარემონტო სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება, მათი დასრულების შემდეგ კი იგივე პროცესი განხორციელდება არსებულ ტერმინალში, რის შემდეგაც ახალი და ძველი ტერმინალების შეერთების ფაზა დაიწყება. შედეგად, ქუთაისს ექნება განახლებული, თანამედროვე ტიპის აეროპორტი ერთი საერთო ტერმინალით, მოფრენისა და გაფრენის დარბაზებით და ყველა იმ აღჭურვილობით, რომელიც საერთაშორისო სტანდარტის აეროპორტისოპერირებისთვის არის საჭირო.
„შემდეგში ჩვენ გავაერთიანებთ ძველ და ახალ ტერმინალს და გვექნება ყველა საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისი აეროპორტი, რომელიც, მათ შორის, ითვალისწინებს უსაფრთხოების ყველა სტანდარტს, რაც კოვიდთან ბრძოლის დროს გამოიკვეთა და დაადგინა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ. რასაკვირველია, ეს იქნება ჩვენი ერთ-ერთი ტურისტული მიზიდულობის წერტილი და სახე, ძალიან კომფორტული და მიმზიდველი როგორც მგზავრებისთვის, ასევე უცხოელი ტურისტებისთვის“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ აეროპორტში პარალელურად მიმდინარეობს მშენებლობის მესამე ეტაპით განსაზღვრული სამუშაოები, საინჟინრო-კომუნიკაციების გაყვანილობის ძირითადი ნაწილის მოწყობა დასრულებულია. ასევე, პოლონური კომპანია „Dimark group“ -იბარგის მართვის სისტემის მონტაჟს ახორციელებს. დასრულებულია ფასადის, ვიტრაჟებისა და სახურავის მოწყობის სამუშაოები. გარდა ამისა, მოეწყო ახალი სამგზავრო ტერმინალის ტერასა და სასეირნო ბილიკები უნიკალური მწვანე გადახურვით.
სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ, განახლებულ აეროპორტს 7 გასასვლელი (ე.წ. Gate) ექნება და საათში 1200 მგზავრის შეუფერხებლად გატარებას შეძლებს, რაც აეროპორტის გამტარუნარიანობას ოთხჯერ გაზრდის.
დეკემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 | 31 |