სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
ფაშიზმზე გამარჯვების 70-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებები იმერეთის რეგიონში დილიდანვე დაიწყო. იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა–გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ, ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა, ომის ვეტერანებთან ერთად, მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.
ომის ვეტერანებისთვის საზეიმო მიღება საბრძოლო დიდების მუზეუმშიც გაიმართა. გივი ჭიჭინაძემ და შოთა მურღულიამ ქუთაისში მცხოვრებ 47 ვეტერანს მედლები და პრემიერის წერილი გადასცეს.
იმერეთის რეგიონში სულ 275 დიდი სამამულო ომის ვეტერანია, 9 მაისთან დაკავშირებით თიოთოეული მათგანი ცენტრალური ბიუჯეტიდან 1000 ლარს მიიღებს, ხოლო ადგილობრივი ბიუჯეტდიან სხვადასახვა რაოდენობის ფინანსური დამხარება გადაეცემათ.
დეკემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 | 31 |