სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის მთავარი თემა UNFPA - ს ახალი პროგრამის, „ერთად გენდერული სტერეოტიპებისა და გენდერული ძალადობის დასაძლევად (2020-2023)”, გაცნობა იყო, რომელიც აღმოსავლეთ ევროპისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონის 6 ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, მოიცავს.
პროგრამის სამიზნე რეგიონებად იმერეთი და გურია შეირჩა. შემდეგი სამი წლის განმავლობაში, UNFPA აქტიურად ითანამშრომლებს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და პარტნიორ ადგილობრივ ორგანიზაცებთან ამ რეგიონებში, რათა ხელი შეეწყოს გენდერული სტერეოტიპებისა და დისკრიმინაციული ნორმების დაძლევას, თანაბარი უფლებებისა და შესაძლებლობების უზრუნველყოფას ქალებისა და მამაკაცებისთვის და კაცების აქტიურ მონაწილეობას გენდერული თანასწორობის გაძლიერების პროცესში.
შეხვედრის მიმდინარეობისას მხარეებმა პროგრამის ამოცანები და პროექტის ფარგლებში იმერეთის რეგიონში დაგეგმილი სამომავლო აქტივობები მიმოიხილეს. მხარის რწმუნებულის პირველი მოადგილის განცხადებით, აღნიშნულ პროგრამას რეგიონის ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან სრული მხარადჭერა და მაქსიმალური ხელშეწყობა ექნება.
UNFPA - ს ახალი პროგრამა ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან (UN Women) ერთად ხორციელდება.
UNFPA - ს საქართველოს ოფისი მოსახლეობისა და განვითარების საერთაშორისო კონფერენციის (ICPD) სამოქმედო პროგრამით განსაზღვრული მანდატის ფარგლებში, უკვე 20 წელია მოღვაწეობს საქართველოში და მთავრობასთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და დონორებთან პარტნიორობით, ხელს უწყობს ქვეყანას მდგრადი განვითარების მიზნების (2030) მიღწევაში, მათ შორის, გენდერული თანასწორობის გაძლიებასა და ქალთა და გოგონათა მიმართ არსებული საზიანო პრაქტიკების აღმოფხვრაში.
ნოემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | 3 | ||||
4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 |
11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 |
18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 |
25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |