სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
ქუთაისში, სულხან-საბას გამზირზე ახალი სკვერი გაიხსნა.
დსრულებული სამუშაოები იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ, ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ერემეიშვილმა, პარლამენტის მაჟორიტარმა დიმიტრი მხეიძემ და სულხან-საბა, ვაკისუბნის მაჟორიტარმა დეპუტატმა საკრებულოში, მამუკა რიჟამაძემ დაათვალიერეს.
სკვერის ტერიტორიაზე გაშენდა მწვანე დეკორატიული ნარგავები, მოეწყო მარტივი ტიპის სპორტული მოედანი ფეხბურთისა და კალათბურთისთვის, შესაბამისი განათების სისტემა, დაიდგა ძელსკამები და მოწესრიგდა საპარკე ინფრასტრუქტურა.
სამუშაოები, რომლის ღირებულებაა 485 113 ლარი, გასული წლის ნოემბერში დაიწყო და შპს „ნიუ სთაილმა“ შეასრულა.
ავანგარდის დასახლებაში აქამდე ფაქტობრივად, მსგავსი სარეკრეაციო ზონა არ არსებობდა.
ნოემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | 3 | ||||
4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 |
11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 |
18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 |
25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |