სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
იმერეთის გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ და წყალტუბოს მუინიციპალიტეტის გამგებელმა კონსტანტინე მამისეიშვილმა, ფაშიზმზე გამარჯვების 70–ე წლისთავი სოფელ რიონში მცხოვრებ იუბილარ ვეტერანს მიულოცეს. ვახტანგ ტურაბელიძე 9 მაისს ყოველთვის განსაკუთრებულად აღნიშნავს, რადგან ამ დღეს მისთვის ორმაგი დატვირთვა აქვს, ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან ერთად, საკუთარ დაბადების დღესაც აღნიშნავს.
100 წლის უხუცეს ვეტერანს მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების პირველმა პირებმა განსაკუთრებული ფინანსური დახმარება აღმოუჩინეს, ვახტანგ ტურაბელიძეს ადგილობრივი და ცენტრალური ბიუჯეტიდან 1000–1000 ლარი გადაეცემა.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტში სულ 27, ხოლო იმერეთში 275 დიდი სამამულო ომის ვეტერანია, დღეს რეგიონში მათ პატივსაცემად ათეულობით ღონისძიებაა დაგეგმილი.
დეკემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 | 31 |