სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
დღეს ქუთაისში გამართულ შეხვედრაზე რეგიონული განვითარების საკითხებზე, ადგილობრივი ხელისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა იმსჯელეს. მთავარი განსახილველი თემა იყო „Covid-19 - ით გამოწვეული ეპიდემიის გავლენა ადგილობრივ ეკონომიკაზე: გამოწვევები და მათი გადალახვის გზები“.
დიალოგში იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი, იმერეთის რეგიონის მერები, საჯარო მოხელეები, არასამთავრობო ორგანიზაციები და ადგილობრივი მეწარმეები იყვნენ ჩართულები.
შეხვედრის ფარგლებში დაინტერესებულმა მხარეებმა იმერეთის რეგიონის განვითარების გამოწვევებსა და პერსპექტივებზე ისაუბრეს, მოწვეულმა ექსპერტმა კახაბერ დაუშვილმა, მონაწილეებს გააცნო პრეზენტაცია: „ეპიდემიით გამოწვეული ეკონომიკური პრობლემებისა და ნეგატიური შედეგების გადალახვის გზები“.
შეხვედრა გაიმართა პროექტის, „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“, ფარგლებში. პროექტს აფინანსებს ევროკავშირი (EU), ხოლო თანადამფინანსებელია კონრად ადენაუერის ფონდი (KAS).
ნოემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | 3 | ||||
4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 |
11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 |
18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 |
25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |