სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
✅ გარემოზე ზიანის მიყენების შემსუბუქების და პრევენციის სამართლებრივი რეგულირებისთვის, საქართველოს მთავრობამ „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისი კანონპროექტი დაამტკიცა.
✅ ყველა საწარმოს და არა მხოლოდ მსხვილ კომპანიებს, ექნებათ ვალდებულება, შეამცირონ და აღმოფხვრან გარემოსათვის მნიშვნელოვანი ზიანი.
✅ ახალ მექანიზმით გულისხმობს ზიანის ანაზღაურებას არა უბრალოდ თანხობრივად, არამედ ითვალისწინებს ზიანის შემცირება/აღმოფხვრის ღონისძიებების გატარებას. პირი, რომელმაც მიაყენა ზიანი გარემოს, თავად ხდება ვალდებული გასწიოს ხარჯი და გამოასწოროს ზიანის შედეგები.
► მოქმედი კანონმდებლობა, მთლიანად აგებული იყო გარემოსთვის მიყენებული ზიანისათვის მონეტარულ პასუხისმგებლობაზე. გარემოსთვის მიყენებული ზიანის სანაცვლოდ გადახდილი თანხა მიემართებოდა სახელმწიფო ბიუჯეტში და მას არა აქვს განსაზღვრული მიზნობრიობა, მოხმარდეს ისეთი ღონისძიებების განხორციელებას, რომლებიც უზრუნველყოფს დაზიანებული გარემოს აღდგენას.
✅ ახალი კანონპროექტით, ზიანის ფულადი ანაზღაურების შედეგად გადახდილი თანხები მიემართება სპეციალურად შექმნილ ანგარიშზე, სადაც აკუმულირებული თანხები მოხმარდება დაზიანებული გარემოს აღდგენას.
✅ დაწესდება მაღალი საჯარიმო სანქციები იმ საწარმოებისთვის, რომლებიც ატმოსფერულ ჰაერს მავნე ნივთიერებებით დააბინძურებენ.
✅ კანონპროექტის მიღებით ჩამოყალიბდება ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებული გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის სისტემა, რომელიც დაეფუძნება „დამაბინძურებელი იხდის“ პრინციპს და რომლის მიზანიცაა გარემოსთვის მიყენებული ზიანის პრევენცია და აღმოფხვრა/შერბილება.
ნოემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | 3 | ||||
4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 |
11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 |
18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 |
25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |