სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში იმერეთში 5 პროექტი განხორციელდება.
იმერეთში, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა. შეხვედრას, რომელსაც სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე ხელმძღვანელობდა, პირველი მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი, იმერეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები და საკრებულოების თავმჯდომარეები ესწრებოდნენ. საკონსულტაციო საბჭოს მთავარი განსახილველი თემა საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში შესარჩევი პროექტების განხილვა იყო.
2020-2022 წლების საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამაში საქართველოს ოთხი რეგიონი, მათ შორის იმერეთი მონაწილეობს. მუნიციპალიტეტების მიერ წარმოდგენილი განაცხადებიდან სულ ხუთმა პროექტმა მოიპოვა შესაბამისი მხარდაჭერა და დაფინანსება.
საჩხერისა და სამტრედიის მუნიციპალიტეტებში, ტურისტულად მიმზიდველ ადგილებში, სკვერები მოეწყობა, ვანსა და ტყიბულში, ასევე ტურისტულ ლოკაციებში, გზის რეაბილიტაცია განხორციელდება, ხოლო ბაღდათის მუნიციპალიტეტში ბიზნეს შეხვედრების და ტურისტული ცენტრი გაკეთდება.
სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს სხდომაზე გატანამდე თითოეული პროექტი შეაფასა სპეციალისტებით დაკომპლექტებულმა ჯგუფმა.
პროგრამის 2020 წლის ბიუჯეტი 5 მილიონ ლარს შეადგენს და აქედან იმერეთის რეგიონისთვის 2 188 000 ლარია გათვალისწინებული. კონკურსის ერთ-ერთი პრიორიტეტია „ადგილობრივი ბიზნესის განვითარების ხელშემწყობი ინფრასტრუქტურის მოწყობა“.
გამარჯვებული პროექტების განხორციელების შემდეგ მოსალონდელი შედეგებია: ბიზნესისა და ვიზიტორებისთვის რეგიონის მიმზიდველობის გაზრდა, ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება და ახალი სამუშაო ადგილების შექმნის ხელშეწყობა.
ეს პროგრამა ევროკავშირის თანამედროვე მიდგომების მიხედვით შემუშავებული ინტეგრირებული რეგიონული განვითარების პოლიტიკის დოკუმენტია.
ოქტომბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
28 | 29 | 30 | 31 |