სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო იმერეთში აგრძელებს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მუშაობას.
2020 წელს იმერეთის რეგიონში ინფრასტრუქტურული პროექტების მთლიანმა ბიუჯეტმა 119 019 800 ლარი შეადგინა. რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის მიერ გამოყოფილი თანხა კი 71 271 047 ლარია.
მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილი და იმერეთის გუბერნატორი ზვიად შალამბერიძე.
რეგფონდით დაფინანსებულ პროექტებს შორისაა: სოფელ წყალტუბოში უბნების გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები, ფარცხანაყანებში გზის რეაბილიტაცია ბეტონის საფარით, ვანში სპორტული სკოლის და სპორტული კომპლექსის სრული რეაბილიტაცია, სოფელ დიმის საბავშვო ბაგა-ბაღის შენობის მშენებლობა, შუამთა-ტობანიერის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია და სხვა.
,,2020 წლის რეგიონული განვითარების ფონდის ბიუჯეტით იმერეთში გამოყოფილია 71 მილიონ ლარზე მეტი, რითაც ფინანსდება დაახლოებით 240 პროექტი, სხვადასხვა მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ტიპის პროექტებზეა აქცენტირება გაკეთებული, ზოგ შემთხვევაში ეს არის გზები, ბაღები, წყალმომარაგების პროექტები. აღსანიშნავია, რომ მიუხედავად ორთვიანი პაუზისა რაც კოვიდის პანდემიამ გამოიწვია ტემპი საკმაოდ მაღალია, ზოგიერთი პროექტი ფაქტობრივად დამთავრებულია, ზოგიერთი დასრულების ფაზაშია"-აღნიშნა ილია ბეგიაშვილმა.
,,იმერეთის თორმეტივე მუნიციპალიტეტეში აქტიურად მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული სამუშაოები, პერიოდულად ვახორციელებთ მონიტორინგს, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა მიიღონ შესრულებული სამუშაო იმ სტანდარტით, რაც დადგენილია- განაცხადა იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ.
დეკემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 | 31 |