სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
ყოველი წლის 6 მაისს, გიორგობასთან ერთად, ხონი "ხონელობასაც" აღნიშნავს. სახალხო დღესასწაული მუნიციპალიტეტში წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში წირვა–ლოცვით დაიწყო, შემდეგ კი ღონისძიებებმა ქალაქის ცენტრალურ ბულვარში გადაინაცვლა, სადაც მოეწყო გამოფენები, სპორტული შეჯიბრებები და კონცერტი გაიმართა ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლების მონაწილეობით.
საზეიმო აქტივობებს იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, პირველი მოადგილე პაატა ნადირაძე, ვიცე გუბერნატორები: იოსებ ხახალეიშვილი და გიორგი ჭიღვარია ესწრებოდნენ. იმერეთის გუბერნატორმა ბულბარში შეკრების საზოგადოებას "ხონელობა" მიულოცა და სახალხო დღესასწაულების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
"იმერეთის რეგიონი ყველასგან გამოირჩევა სახალხო დღესასწაულების სიმრავლით, თითოეულს საკუთარი ძალიან საინტერესო ისტორია და დანიშნულება აქვს, მიმდინარე წელს ყველა მათგანი მასშტაბურად აღინიშნება. ჩვენ ვდცილობთ რომ შევინარჩუნოთ სახალხო დღესასწაულების უნიკალური ტრადიცია და ამავდროულად, ეს ღონისძიებები ტურისტებისთვისაც მიმზიდველი გავხადოთ". – განაცხადა იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა–გუბერნატორმა გივი ჭინაძემ.
დღესვე, დღესასწაულთან დაკავშირებით ხონის მუნიციპალიტეტის გამგებელმა საპატიო ხონელები დაასახელა და მათ სპეციალური ჯილდოები გადასცა.
"ხონელობა" – ს მუნიციპალიტეტში ნოდარ დუმბაძის მემორიალური დაფაც გაიხსნამწერლის დედისეულ სახლში და ასევე, ოკაცეს კანიონზე ტურისტული სეზონი ოფიციალურად დაიწყო.
"ხონელობის" ტრადიცია მეშვიდე საუკუნით დათარიღებული ლეგენდიდან იღებს საფუძველს, რომლის თანახმად, წმინდა გიორგის მარჯვენა ილორის წმინდა გიორგის ტაძარში, ხოლო მეორე ხელი ხონის წმინდა გიორგის ტაძარში ინახება, ამიტომაც უკვე საუკუნეებია გიორგობა ორივეგან მასშტაბურად აღინიშნება, მაგრამ დღესასწაულს თავდაპირველად მხოლოდ რელიგიური დატვირთვა ჰქონდა. 90-იანი წლებიდან კი მას კულტურულ-სანახაობრივი ელემენტები დაემატა და ,,ხონელობის", როგორც სახალხო დღესასწაულის,აღნიშვნა დაიწყო.
ნოემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | 3 | ||||
4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 |
11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 |
18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 |
25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |