სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
ქუთაისის მერიას, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისსა და ქუთაისის ახალგაზრდულ ცენტრს შორის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმი ითვალისწინებს „60 + კლუბი ჯანსაღი და აქტიური ცხოვრებისათვის” მხარდაჭერას და მხარეების თანამშრომლობას ჯანსაღი და აქტიური დაბერების ადვოკატირების მიმართულებით. მემორანდუმს ხელი მოაწერეს: ქუთაისის მერის მოადგილემ ნინო თვალთვაძემ, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა , ლელა ბაქრაძემ და ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის ხელმძღვანელმა ნატალი პატარიძემ. ღონისძიებას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი ესწრებოდა.
„60 + კლუბი ჯანსაღი და აქტიური ცხოვრებისათვის“ წევრობაზე დაფუძნებული კლუბია, უფროსი თაობის სოციალიზაციის სივრცე, რომელიც აქტიური და ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობისთვის, ჰარმონიული და მრავალფეროვანი გარემოს შექმნას ისახავს მიზნად. კლუბის წევრებს საშუალება ეძლევათ, თანატოლებთან ერთად, აითვისონ ახალი ცოდნა და უნარები, ერთმანეთს და ახალ თაობებს გაუზიარონ საკუთარი გამოცდილება და იდეები, თავადვე დაგეგმონ და გამართონ სხვადასხვა ღონისძიება და მიიღონ ინფორმაცია სიახლეების შესახებ.
კლუბის სამომავლო აქტივობები მოიცავს: სამკურნალო ფიზკულტურის (სპეციალისტის ზედამხედველობით), უცხოენების და კომპიუტერის გაკვეთილებს, სპორტულ და ინტელექტუალურ თამაშებს, ხელოვნების წრეებსა და სახელოსნოებს და კულინარიულ სესიებს.
გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის დახმარებით შემუშავებულია და მიღებული დაბერების სახელმწიფო პოლიტიკის კონცეფცია. ინიციატივა „60 + კლუბების“ დანერგვისათვის ამ პოლიტიკის განხორციელებას და ხანდაზმულთა ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს; ამ ინიციატივაში, თბილისის, ქუთაისის, რუსთავის და წნორის საპილოტე მუნიციპალიტეტებთან ერთად, ჩართულნი არიან თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანება, იმერეთის ახალგაზრდული ცენტრი (ქუთაისი), საქართველოს ხანდაზმულთა ასოციაცია (რუსთავი), არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო ინიციტივა“ (წნორი).
ნოემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | 3 | ||||
4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 |
11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 |
18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 |
25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |