სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ მეხანძრე-მაშველებს პროფესიული დღე მიულოცა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის იმერეთის მთავარ სამმართველოში მხარის რწმუნებული, პირველ მოადგილე იოსებ ხახალეიშვილთან ერთად მეხანძრე-მაშველებს და ოპერატორებს გაესაუბრა და მათ ქვეყნის ერთგულებისა და მამაცობისთვის მადლობა გადაუხადა.
“ვულოცავ ყველა მეხანძრე-მაშველს პროფესიულ დღეს. ეს არიან ის ადამიანები, ვინც საკუთარი სიცოცხლის ძალიან დიდი რისკის ფასად დგანან ჩვენი ქვეყნის და თითოეული თანამოქალაქის სადარაჯოზე. მათ ძალიან ბევრჯერ გამოავლინეს თავიანთი მაღალი პასუხისმგებლობა და ჩვენ სახელმწიფო, თითოეული ჩვენგანი ყოველთვის ვიქნებით ამ ადამიანების მადლიერი“, - განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.
დღესვე საგანგებო სიტუაციების მართვის იმერეთის სამმართველოს უფროსს ვლადიმერ ჯღამაძეს მინისტრის ბრძანებით, სამსახურის უმწიკვლო შესრულებისთვის ჯილდო გადაეცა.
ოქტომბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
28 | 29 | 30 | 31 |