სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ ხონის მუნიციპალიტეტის მერთან ლადო ჯურხაძესთან ერთად, მუნიციპალიტეტში მიმდინარე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა.
ხონის მუნიციპალიტეტის სოფლების - გოჩა-ჯიხაიშისა და გუბის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია უკვე დასრულების ეტაპზეა.
აღნიშნული პროექტი რეგიონული განვითარების ფონდიდან ფინანსდება და ჯამში 3 065 გრძივი მეტრი ასფალტო-ბეტონის გზა მოეწყობა. შესაბამისად, ადგილობრივები გადაადგილებას უფრო სწრაფად, უსაფრთხოდ და კომფორტულად შეძლებენ.
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის განცხადებით, წელს იმერეთის მასშტაბით დაახლოებით 2000-მდე ობიექტზე ჩატარდება სამუშაოები.
"იმერეთში გრძელდება ინფრასტრუქტურული სამუშაოები, დაახლოებით 500 ობიექტზე მიმდინარეობს აქტიურად ამჟამად, დასრულებული გვაქვს დაახლოებით 200 ობიექტი, მთლიანად წელს ჯამში 2000-მდე ობიექტზე გაიშლება სამუშაოები და დასრულდება წლის ბოლომდე. ეს შეეხება საგზაო ინფრასტრუქტურას, სკოლებს, სკოლამდელ დაწესებულებებს და ა.შ.", - განაცხადა ზვიად შალმბერიძემ.
დეკემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 | 31 |