სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ იმერეთის რეგიონში, სასათბურე მეურნეობა დაათვალიერა.
სახელმწიფო პროგრამის, „ერთიანი აგროპროექტის“ მხარდაჭერით შექმნილ სასათბურე მეურნეობაში, სადაც 150 ადამიანია დასაქმებული, საქართველოს პრემიერ-მინისტრი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილთან, გარემოსა დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილთან და იმერეთის რეგიონის გუბერნატორ ზვიად შალამბერიძესთან ერთად იმყოფებოდა.
შპს ,,ჰერბიამ" სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სასათბურე მეურნეობა შექმნა, სადაც სხვადასხვა ჯიშის მწვანილი მოჰყავთ. პროექტის ჯამური ღირებულებამ 3 მილიონი ლარია, საიდანაც 592 000 ლარი გრანტი, ხოლო 1 050 000 ლარი - შეღავათიანი აგროკრედიტია. ზოგადად, სახელმწიფო პროგრამების მხარდაჭერით, იმერეთის რეგიონში 34 სასათბურე მეურნეობა გაფართოვდა და 2 ახალი სათბური შეიქმნა.
ოქტომბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
28 | 29 | 30 | 31 |