სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
პრემიერმა ქუთაისის შემოვლითი გზის სამუშაოები დაათვალიერა - მაგისტრალის 19კმ-იან მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ივლისიდან გახდება შესაძლებელი
ქუთაისის შემოვლითი გზის 4-ზოლიანი ჩქაროსნული მაგისტრალის სამუშაოები გეგმის მიხედვით, აქტიურად მიმდინარეობს, - მორიგი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი, რომლის მშენებლობა კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად არ შეჩერებულა, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ვიცე-პრემიერთან, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილთან, ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველ მოადგილესთან, ირაკლი ქარსელაძესთან და იმერეთის გუბერნატორ ზვიად შალამბერიძესთან ერთად დაათვალიერა.
გზის ერთ, 19კმ-იან მონაკვეთზე სამუშაოები დასრულების ეტაპზეა და ავტოტრანსპორტის მოძრაობა ივლისიდან გახდება შესაძლებელი, ხოლო მეორე 56კმ-იან მონაკვეთზე მოძრაობა 2020 წლის ბოლოს აღდგება.
პროექტის ფარგლებში, ქუთაისის შემოვლით გზაზე ახალი 41.3 კმ-იანი 2-ზოლიანი მონაკვეთი და 12 ხიდი შენდება. ამ დროისთვის მიმდინარეობს გზის საფარის მოწყობა, ხიდებისა და გზაგამტარების მშენებლობა, მონტაჟდება საგზაო ნიშნები და გარე განათება. უკვე შესრულებულია სამუშაოების 63%, რაც 116.5 მილიონ ლარს შეადგენს, მშენებლობის ფარგლებში ეკონომია კი 14 მილიონი ლარია. პროექტის ჯამური ღირებულება 200 მილიონ ლარზე მეტია და ის სრულად სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება.
ნოემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | 3 | ||||
4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 |
11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 |
18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 |
25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |