სიახლეები

იმერეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრს 10 000 ცალი პირბადე გადაეცა

4 ივნისი, 2020

COVID 19-თან ბრძოლის ფარგლებში, „საპარტნიორო ფონდი“ - ს აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ და იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ იოსებ ხახალეიშვილმა, იმერეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრს, ჩინეთის ძიანგსის პროვინციის მთავრობისა და აბრეშუმის გზის საინვესტიციო კორპორაციის მიერ ფონდისთვის მეგობრობის ნიშნად გამოგზავილი 10 000 ცალი პირბადე საჩუქრად გადასცეს.

სამედიცინო პირბადეები იმერეთის რეგიონის მასშტაბით არსებულ სამედიცინო დაწესებულებებს დაურიგდება.

პროფილური კლინიკების მხარდაჭერის აქციას „საპარტნიორო ფონდი“ მომავალშიც გააგრძელებს, რაც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლისა და სამედიცინო პერსონალის ინფექციისგან დაცვის საქმეში.