სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფლებში: გეგუთსა და წყალტუბოში სკოლების მშენებლობა მიმდინარეობს. იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, წყალტუბოს მერთან ერთად მშენებლობის პროცესს ადგილზე გაეცნო . სოფელ გეგუთში 240 მოსწავლეზე გათვლილი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ორსართულიანი შენობა აშენდება. პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდიდან 3 534 000 ლარით ფინანსდება. გარდა შენობისა მოეწყობა სპორტული მოედანი და მიმდებარე ტერიტორია.
რაც შეეხება სოფელ წყალტუბოში მიმდინარე სკოლის მშენებლობას, ისიც მუნიციპალური განვიათარების ფონდის მიერ 3 691 400 ლარით ფინანსდება და 240 მოსწავლეზეა გათვლილი . სამსართულიანი შენობა საერთაშორისო სტანდარტების სრული დაცვით აშენდება. ასევე მოეწყობა სკოლის ეზო.
აღნიშნულ სოფელში არ არსებობდა სკოლის შენობა და მოსწავლეები დაქირავებულ კერძო სახლში სწავლობდნენ.
2020 წელს წყალტუბოს მუნიციპალიტეტში საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მიმართულებით მილიონ ლარამდეა გამოყოფილი.
დეკემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 | 31 |