სიახლეები

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ III ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეებს საქართველოს დამოუკიდებლოს დღე მიულოცა

26 მაისი, 2020

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ, ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ერემეიშვილმა და III ქვეითი ბრიგადის მეთაურმა, პოლკოვნიკმა მალხაზ კალმახელიძემ III ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეებს საქართველოს დამოუკიდებლოს დღე მიულოცეს.

სიტყვით მიმართვისას მათ ქვეყნისთვის დამოუკიდებლობის მნიშვნელობასა და ქვეყნის განვითარების პერსპექტივებზე გაამახვილეს ყურადღება და სამხედროებს თავისუფლებისა და მშვიდობის უზრუნველყოფაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადეს.

ღონისძიება ქვედნაყოფში საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით დაიწყო, მანამდე კი ბრიგადის ხელმძღვანელობამ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ბრიგადის ტერიტორიაზე არსებული გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს ქვეყნის დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის ბრძოლაში, ასევე საერთაშორიო მისიებში დაღუპული ქართველი მებრძოლების ხსოვნას.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა III ქვეით ბრიგადაში სამხედროების დაჯილდოებისა და სამხედრო ტექნიკისა და აღჭურვილობის გამოფენით დასრულდა.