სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
26 მაისს ჩვენ ვზეიმობთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, რომლისთვისაც მრავალი ათასი თაობა იბრძოდა, მრავალმა ათასმა ადამიანმა შეწირა სიცოცხლე და გამარჯვებას მაინც მიაღწია, თუმცა ამით არაფერი დასრულებულა, რუსული ოკუპაცია ახლაც ძალიან დიდი გამოწვევაა ჩვენთვის და წინ კიდევ ბევრი გამარჯვება გვაქვს მოსაპოვებელი. ქედს ვიხრით იმ ადამიანების წინაშე, ვინც ამ დღის აღნიშვნა გახადა შესაძლებელი და მადლობა ყველას, ვინც საქართველოს დამოუკიდებლობისთვის იბრძოდა, საქმიანობდა, მოღვაწეობდა.
ეს დღე ყველა ქართველისთვის უმნიშვნელოვანესია და თითოეულმა ჩვენი საქმით უნდა ვეცადოთ ყველა შემდეგ 26 მაისს მეტად გამარჯვებული შევხდეთ, ვეცადოთ, მალე დადგეს დრო, როცა ამ დღეს ჩვენს აფხაზ და ოს თანამემამულეებთან ერთად გამთლიანებულ საქართველოში ვიზეიმებთ.
დღეს სიმბოლურად საქართველოს დროშის ფერებში განათდა ქუთაისის ოპერის თეატრი და ამით კიდევ ერთხელ გვსურს გავუსვათ ხაზი იმას, რომ საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში ასევე დიდი როლი აქვს კულტურას, შემოქმედებას, ზოგადად ხელოვნებას, რაც არაერთმა შემოქმედმა აჩვენა საქმით ბევრჯერ.
გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, წარმატებები ჰქონდეს ჩვენ ქვეყანას და ყველა ერთად ვემსახუროთ მის განვითარებას, წინსვლას და გაერთიანებას.
ნოემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | 3 | ||||
4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 |
11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 |
18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 |
25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |