სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ სამტრედიის მერთან ვალერი ფოცხვერიასთან ერთად მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა.
ამ დროისთვის მუნიციპალიტეტში პროექტების განხორციელება აქტიურ პროცესშია. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ადგილობრივი მნიშვნელობის გზების რეაბილიტაციას. ბეტონის საფარით ეწყობა შიდა სასოფლო გზები.
ამ ეტაპზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს ღანირის ადმინისტრაციულ ერთეულში, ელიავას მინდვრის მიმდებარედ, ღაღანიძეების უბნის მიმართულებით და გომის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ დაფნარში (ჯაშების უბანში). აღნიშნულ ლოკაციებზე ბეტონის საფარი არასდროს ყოფილა, რაც ადგილობრივების გადაადგილებას აფერხებდა.
სამუშაოების სრული ღირებულება ღანირში 276 874 ლარს, ხოლო დაფნარში 117 524 ლარს შეადგენს და იგი რეგიონული განვითარების ფონდისა ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსდებით ხორციელდება.
ბეტონის საფარს ღანირსა და დაფნარში ტენდერში გამარჯვებული კომპანიები შპს "საგზაო" და "გიანი" დააგებენ.
ოქტომბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
28 | 29 | 30 | 31 |