სიახლეები

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ საავტომობილო გზის უბისა-შორაპანის მონაკვეთის მშენებლობაზე დაშავებული მუშა მოინახულა

18 მაისი, 2020
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ და საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა საავტომობილო გზის უბისა-შორაპანის მონაკვეთის მშენებლობაზე დაშავებული მუშა მოინახულეს.

უბისა-შორაპანის საავტომობილო გზის სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას, რომელსაც „China Road and Bridge Corporation“ ასრულებს, ბულდოზერის ოპერატორი დაშავდა. მას პირველადი დახმარება ადგილზევე გაეწია, რის შემდეგაც სამედიცინო პერსონალმა ზესტაფონში, ფერო-მედის საავადმყოფოში გადაიყვანა.

დაშავებულს ოპერაცია ჩაუტარდა და ამ დროისთვის მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

დაშავებული მუშის მკურნალობის და რეაბილიტაციის ხარჯებს "China Road and Bridge Corporation“ სრულად დაფარავს.

კომპანიის წარმომადგენლები სამედიცინო პერსონალთან, დაშავებულთან და მის ოჯახთან მუდმივ კავშირზე იმყოფებიან.

მომხდარის მიზეზების დასადგენად გამოძიება დაიწყო.