სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელი ღვანკითი გაიხსნა.
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სოფელ ღვანკითში მკაცრი საკარანტინო რეჟიმი მოიხსნა, ე.წ გამშვებ პუნქტებზე კი მხოლოდ პოლიცია დარჩება.
"სააკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით დღეიდან ღვანკითში უკვე იხსნება შეზღუდვები, აქ აღარ იქნება ე.წ. საკარანტინო ზონა, თუმცა რჩება ბლოკ-პოსტები, სადაც გაგრძელდება მოსახლეობის თერმოსკრინინგი 22 მაისის ჩათვლით, ეს იმიტომ, რომ ჩვენ რეალურად მაინც გვქონდეს იმის საშუალება, რომ პრევენცია მოვახდინოთ. რაც შეეხება ბლოკ-პოსტებს ქუთაისის შესასვლელ-გასასვლელებთან, დღეიდან უკვე დავიწყებთ მათ აღებას" - განაცხადა იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ ჟურნალისტებთან.
თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელი ღვანკითი 23 აპრილს, მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო ჩაიკეტა.
რაც შეეხება ქუთაისს, აღნიშნული ქალაქი ისევე, როგორც თბილისი, ბათუმი და რუსთავი მთავრობის დადგენილებით 15 აპრილს ჩაიკეტა. ქუთაისი 5 მაისს გაიხსნა, თუმცა გამშვები პუნქტები დღემდე იყო განთავსებული.
დეკემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 | 31 |