სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე და ჭიათურის მერი გივი მოდებაძე მეორე მსოფლიო ომის ვეტერანს, ჭიათურის საპატიო მოქალაქეს აკაკი იობაშვილს ეწვივნენ და ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცეს.
17 წლის იყო, როცა ფრონტზე გაიწვიეს, იბრძოდა პორფირე ჩანჩიბაძის დევიზიაში, რომელიც ქალაქ ვოროშილოვგრადს იცავდა. 1944 წელს დაჭრილი სამშობლოში დაბრუნდა. თავდაპირველად მანგანუმის მრეწველობაში იმუშავა სხვადასხვა თანამდებობაზე.
1957 წელს კი მაშინდელი რაიკომის ბიურის დადგენილებით ზოდის კილმეურნეობის თავმჯდომარედ დაინიშნა, რომელსაც 51 წელი ხელმძღვანელობდა.
აკაკი იობაშვილს მინიჭებული აქვს მთავრობის მრავალი ჯილდო.
მას ჰქონდა საქმიანი და მეგობრული ურთიერთობა ისეთ ადამიანებთან, როგორიცაა კონსტანტინე გამსახურდია, გრიგოლ აბაშიძე, მარიაკა ბარათაშვილი და მრავალი სხვა.
ჭიათურის მუნიციპალიტეტში 2 ვეტერანი ცხოვრობს, თითეულ მათგანს, საპენსიო ანგარიშზე 500 ლარი ჩაერიცხა ადგილობრივი ბიუჯეტიდან.
დეკემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 | 31 |