სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
დღეიდან ქუთაისში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მუშაობა განახლდა.
ქვეყანაში კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქების ამ ეტაპზე, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ნებადრთულია ინფრასტრუქტურული და სამშენებლო სამუშაოები. შესაბამისად, ქუთაისშიც გაგრძელდება მუშაობა ყველა იმ ინფრასტრუქტურულ პროექტზე, რაც დაგეგმილი და დაწყებული იყო ვირუსის გავრცელებამდე.
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ და ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ერემეიშვილმა ნინოშვილის ქუჩის მე-19 ჩიხში, ბესიკის და ბერი თევდორეს ქუჩებზე მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს.
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ზვიად შალამბერიძის თქმით, დღეიდან ყველა კომპანიას შეუძლია, ინფრასტრუქტურული სამუშაოები განაახლოს.
"ყველა კომპანიას მივცემთ საშუალებას, იმუშაოს ერთი პირობით, მათ უნდა შეასრულონ ყველა რეკომენდაცია, რაც არის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული. მათ მუშაობას ყველა ეტაპზე გააკონტროლებენ შესაბამისი სამსახურები, რომელიც დააკმაყოფილებს პირობებს, მუშაობის გაგრძელება შეეძლება", - განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.
ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებლის დავით ერემეიშვილის თქმით, სამუშაო პროცესები ყველგან რეკომენდაციების დაცვით წარიმართება.
"ეს უმნიშვნელოვანესი ეტაპია, რომელიც ფრთხილად და ამავე დროს, ეფექტურად უნდა გავიაროთ, რათა ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, ასევე ქვეყნის ეკონომიკასაც მინიმალური ზიანი მიადგეს“, - აღნიშნა დავით ერემეიშვილმა.
ქუთაისში პირველ ეტაპზე სამუშაოები იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე განახლდა, რომელიც რეგიონული განვითარების ფონდიდან ფინანსდება.
ოქტომბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
28 | 29 | 30 | 31 |