სიახლეები

იმერეთის რეგიონში აგრარული ბაზრების მონიტორინგი განხორციელდა

4 მაისი, 2020

საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციების შესაბამისად, იმერეთის რეგიონში არსებულ ბაზრებზე მონიტორინგი ხორციელდება.

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი ბაღდათში, ვანსა და სამტრედიაში იმყოფებოდნენ.

ვანი ბაზრობა დღეს გაიხსნა, მომავალ კვირას გაიხსნება ბაზარი ბაღდათში, რაც შეეხება სამტრედიას, ქალაქში ბაზრობა უკვე მუშაობს და ყველა სტანდარტს აკმაყოფილებს.

დღესვე, სხვა მუნიციპალიტეტებისთვის რეკომენდაციები გაიცა, სადაც სტანდარტის დაკმაყოფილების შემთხვევაში ბაზრობები მომავალ დღეებში გაიხსნება.